აეროსმიტი

აეროსმიტმა სამხრეთ ამერიკის ტური სტივენ ტაილერის ჯანმრთელობის გამო გააუქმა

0 კომენტარი
ფოტო: CNN.com

ჯგუფმა აეროსმიტმა სამხრეთ ამერიკის ტური მათი სოლისტის, სტივენ ტაილერი ჯანმრთელობის გაუარესების გამო გააუქმეს. ჯგუფის წევრებს არ დაუკოკრეტებიათ რა ჭირს ტაილერს, მაგრამ სოლისტის თქმით ის ძალიან მალე სრულად გამოჯანმრთელდება.

69 წლის ტაილერი სამკურნალოდ აშშ-ში დაბრუნდა, მან განცხადება საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა.

"გთხოვთ არ იდარდოთ. ჩემს სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება, მაგრამ დასვენება და მკურნალობა მჭირდება, რათა მომავალში შესრულება შევძლო. გპირდებით, მალე დავრბუნდები. სამწუხაროდ ჯანმრთელობა არ იცდის და არც იმის საშუალებას მაძლევს რომ კონცერტები სხვა დროს დავგეგმო. როგორც ამბობენ, ჩვენ ადამიანები ვგეგმავთ, ღმერთი იცინის. მიყვარხართ და ძალიან მალე დაგიბრუნდებით."- წერს ტაილერი ტვიტერზე. 

აეროსმიტმა სექტემბრის და ოქტომბრის კონცერტები გააუქმა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები