გუკა რჩეულიშვილი: ცენტრ პოინტი გავყიდეთ

ტაბულა

ცენტრ-პოინტის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გურამ რჩეულიშვილის განცხადებით, სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტი გაიყიდა.

"მოლაპარაკებები დასრულებული არის. ახლა ვიწყებთ გადაბარების ტექნიკურ სამუშაოს. ჩვენ გავყიდეთ კომპანია, უბრალოდ, მყიდველის კონფიდენციალურობას ჯერ დავიცავ და ძალიან მოკლე პერიოდში მყიდველზე ინფორმაციას თვითონ გაიგებს საზოგადოება. ჩვენი კომპანიის გაყიდვის მთავარი პირობა იყო დაზარალებულების დაკმაყოფილება და აქედან გამომდინარე, მაიასა და რუსიკოსთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება. როგორ მოხდება ეს ყველაფერი ტექნიკურად და როგორ დალაგდება, ვნახავთ. ასეთი დიდი გარიგება მე მგონი, საქართველოში, ამ სფეროში არ მომხდარა"- განაცხადა  რჩეულიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცენტრ პოინტის” დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავად გურამ რჩეულიშვილი ე.წ. მაგნოლიის საქმეზე იყო დაკავებული. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით ედება, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიებად 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. 

კომენტარები