ავიაკომპანია RYANAIR

18 000 რეისის გაუქმების გამო, მარეგულირებელი Ryanair-ს სასამართლოთი ემუქრება

Official Twitter Account of Ryanair

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Ryanair, 17 ნოემბრიდან 18 მარტამდე პერიოდში 18 000 რეისი გააუქმა და ამ გადაწყვეტილებით 400 000 მგზავრი დააზარალა.

5-თვიანი ცვლილება Ryanair-მა მას შემდეგ დააანონსა, რაც 315 000 მგზავრს 31 ოქტომბრამდე დაგეგმილი ფრენები პილოტთა განრიგის არევის გამო გაუუქმა.

მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიური ავიაკომპანია მზად არის, მგზავრებს ბილეთში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნოს, მარეგულირებელი Ryanair-ს მგზავრების მუდმივად შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს და კომპანიას სასამართლო სარჩელით ემუქრება, თუ ის რეგულაციის შესაბამისად არ მოიქცევა.

რეგულაციის მიხედვით კი, ავიაკომპანიამ არამხოლოდ ბილეთის თანხის უკან დაბრუნება, არამედ მგზავრების თავის ან სხვა ავიაკომპანიის რეისებზე განაწილებაც უნდა უზრუნველყოს.

ავიაკომპანია Ryanair აცხადებს, რომ წელს მეტი რეისი აღარ გაუქმდება და 2018 წლის მარტიდან უფრო მეტი თვითმფრინავით, ახალი პილოტებითა და განახლებული ეკიპაჟით აღადგენენ ფრენებს.

კომენტარები