ჰაერის დაბინძურება

თბილისის რომელ უბნებშია ჰაერი ყველაზე დაბინძურებული

georgiastartshere.com

თბილისში ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტომობილების გამონაბოლქვია. საქართველოში რეგისტრირებული 1.1 მილიონი ავტომობილის თითქმის ნახევარი თბილისშია თავმოყრილი, ჰაერის შედარებით მაღალი დაბინძურებაც სწორედ ქალაქის იმ ნაწილებშია, სადაც ინტენსიური მოძრაობა და საცობებია.

გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისში არსებულ ჰაერის მდგომარეობას მონიტორინგის 4 სპეციალური პუნქტიდან აკვირდება. თბილისში მონიტორინგის პუნქტები განთავსებულია წერეთლის გამზირზე, ვაშლიჯვარში, ყაზბეგის ქუჩასა და ვარკეთილის მესამე მიკრო რაიონში.

27 სექტემბერს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა მონიტორინგის შედეგები, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ უბანში აზოტის მონოქსიდისა (NO) და ოზონის (O3) შემცველობა კანონით დასაშვებ დონეს აღემატება. აზოტის მონოქსიდის დასაშვებზე მაღალი დონე წერეთელზე ფიქსირდება, ოზონის მაღალი დონე შეინიშნება წერეთელზე, ყაზბეგის გამზირსა და ვარკეთილში, ნახრშირჟანგის მაღალი დონე კი ვაშლიჯვარშია.

მონიტორინგის შედეგები (წითლად მონიშნული რიცხვები დასაშვებზე მაღალ დონეს აღნიშნავს)


ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო

კონკრეტული დამაბინძურებლების მიხედვით მონიტორინგის შედეგები ასე გამოიყურება:


ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო


ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო


ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო

ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო

ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო

 

 

 

კომენტარები