ნარმანიას ჯილდო

სპორტული ღონისძიებების უმაღლეს დონეზე ორგანიზებისთვის ნარმანიას ჯილდო გადაეცა

თბილისის მერია

თბილისში უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის სპორტული ღონისძიებების უმაღლეს დონეზე ორგანიზებისთვის, თბილისის მერს დავით ნარმანიას სპეციალური ჯილდო გადაეცა. დედაქალაქის მერს ჯილდო მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე, ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის პრეზიდენტმა ვალერი გიჟიცკიმ გადასცა.

დავით ნარმანიამ კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია და თბილისის მერია მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას. 

მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში პირველად ტარდება. 

კომენტარები