ფეხბურთი

რივალდო: ხვალ საქართველოში ვიქნები

Rivaldo Ferreira

ბრალიზლიელი ფეხბურთელი რივალდო ფეისბუქზე ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ხვალ თბილისში იქნება. 

"ფრანკფრუკტში ჩამოვედი, იმედია ღმერთის წყალობით ეს მოგზაურობა გაგრძელდება და ხვალ საქართველოში ვიქნები". 

რივალდო, ფეხბურთის სხვა ვარსკვლავებთან ერთად 29 სექტემბერს თბილისში დანიშნულ მატჩში მიიღებს მონაწილეობას. თამაში ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული და ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაზარალებული ტერიტორიის აღდეგნას ემსახურება.

ფეხბურთელები არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ჩამოდიან. მათგან უმრავლესობა ქართული ოცნების მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ყოფილი თანაგუნდელია. მატჩში მონაწილეობას ისიც მიიღებს. 

კომენტარები