მუმბაიში, რკინიგზის სადგურზე მომხდარ ჭყლეტას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა. ამ დროისთვის, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
BBC-ის ინფორმაციით, მგზავრთა დიდმა ნაწილმა ძლიერი წვიმის გამო სადგურს შეაფარა თავი,რა დროსაც ხიდი ძალიან გადაიტვირთა.
ინციდენტი ელფინსტოუნის სადგურში მოხდა, რომელიც მუმბაის ორ მთავარ სარკინიგზო ხაზს აკავშირებს.