თბილისის საკრებულო

ნარმანია: ოპოზიცია ძალიან არასასურველად იქცევა

დავით ნარმანია
თბილისის მერია

დავით ნარმანია თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს და დაპირისპირებას ეხმაურება და ამბობს, რომ "ოპოზიცია ძალიან არასასურველად იქცევა". მისი თქმით, ოპოზიციის დღევანდელი პროტესტი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. 

“მესმის, რომ წინასაარჩევნო კამპანიაა და ხმები სჭირდებათ, თუმცა არ მგონია, რომ ასეთი საქციელით მათ ხმებს ერთი მაინც დაემატოს. ვერ მოვისმინე კონკრეტული არგუმენტი თუ რატომ არ უნდა გაკეთდეს ქალაქში მიწისქვეშა მრავალსართულიანი [ავტო] სადგომი, მოვუწოდებ, რომ შეეშვან ასეთ ქცევას და მისცენ საკრებულოს მუშაობის საშუალება”, – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის საკრებულომ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის მიუხედავად მხარი დაუჭირა პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებას. სტატუსის ცვლილებას და ტერიტორიის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტი" ითხოვს. ტერიტორიაზე "პანორამა თბილისის" ერთ-ერთი ობიექტი განთავსდება.

კომენტარები