ჯანმრთელობა

თვალის ტატუმ 24 წლის მოდელი ნაწილობრივ დააბრმავა

Facebook.com/Cattgalinger

კანადელი 24 წლის მოდელი თვალის ტატუს შედეგად ნაწილობრივ დაბრმავდა. 

კეტ გალინგერმა ტატუ სკლერაზე გაიკეთა, რომელსაც წესით თვალის თეთრი გარსი სხვა ფერით უნდა დაეფარა. 

ტატუს გაკეთების პროცესში იასამნისფერმა სითხემ ჟონვა დაიწყო და მაშინ ცხადი გახდა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდიოდა. 

გალინგერმა ეს შემთხვევა საკუთარ Facebook გვერდზე მოყვა და ის მასიურ შეცდომად შეაფასა. 

პროცედურიდან 4 კვირა გავიდა, გალინგერი კი მარცხენა თვალიდან საერთოდ ვეღარ ხედავს. საავადმყოფოში მას უთხრეს, რომ ის მთლიანად ვეღარასდროს აღიდგენს მხედველობას და შესაძლებელია რომ სამუდამოდ ნაწილობრივ ბრმა დარჩეს. 

კომენტარები