ეროვნული უშიშროების საბჭო

უშიშროების საბჭოს სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და NATO-ს სამიტზე ისაუბრეს

პრეზიდენტის ადმინიტრაცია

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და ნატო-სთან თანამშრომლობის ფორმატზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს დოკუმენტი შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შესახებ,რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნა. ამის შესახებ განცხადებები სხდომის დამთავრების შემდეგ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.

,,ვისაუბრეთ ნატო-სთან თანამშრომლობის ფორმატებზე. იმ პროგრესზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. ვისაუბრეთ ნატო-ს მომავალი სამიტის დაგეგმვის პროცედურებზე, საქართველოს თავდაცვისგეგმაზე, განვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ის წვრთნები,რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს და ის სირთულეები, რომლებიც აქვსჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონებში.“ - ამბობს მარგველაშვილი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის თქმით, რუსულიოკუპაცია მიმდინარე საფრთხეა და ეს საფრთხე განელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ოკუპაცია შეწყდება.

,,ამჯერად, არ არის პირდაპირი ინდიკატორები, რომლებიც შეიძლება იყოს გადათარგმნილიმყისიერ საფრთხედ, მაგრამ ის რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით,მილიტარიზაცია, წვრთნები, რომლებსაც შესაშური რეგულარულობით ატარებენ რუსები, რათქმა უნდა, არის ხიფათის წყარო და ამაზე მუდმივად უნდა მიდიოდეს მსჯელობა, როგორცქვეყნის შიგნით, ისე ჩვენს პარტნიორებთან“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედმა წევრებმა განიხილეს ასევე: სამხედროაღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები: ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა - საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმის პროექტი; ასევე,საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფების მონაწილეობა და იქ არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სამხედრო სწავლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე; მზადება ნატო-ს მომავალი სამიტისათვის.

 

 

კომენტარები