კრიმინალი

იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, ერთი პირი დააკავეს

RFE/RL

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, 1991 წელს დაბადებული თ.შ-ს პირადი ჩხრეკისას, „ტე-ტე“-ს კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები