საქართველოს პატრიოტთა ალიანსი

პატრიოტთა ალიანსის წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ

ტაბულა

პატრიოტთა ალიანსის წევრები ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე და გიორგი ლომია მოსკოვში გაემგზავრნენ. პარლამენტის დეპუტატები დუმას წევრებს შეხვდებიან. პატრიოტთა ალიანსის წევრის ადა მარშანიას თქმით, ვიზიტი, სავარაუდოდ, 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

"მთავარი სასაუბრო თემა ჩვენთვის ყოველთვის იქნება, სადაც არ უნდა ჩავიდეთ და, რასაკვირველია, პირველ რიგში მოსკოვში, ჩვენი ტერიტორიები, ჩვენი სოხუმი და ცხინვალი და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების უმძიმესი საკითხები," - განაცხადა გამგზავრებამდე ადა მარშანიამ.   

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ბოლო პერიოდში მოსკოვში უკვე მეორედ მიდის. პარტია რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებასა და საქართველო-NATO-რუსეთის ფორმატის ამოქმედებას ითხოვს.

კომენტარები