საფრანგეთი

მარსელში ტერორისტულ აქტს ორი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

Bertrand/Langlois AFP/Getty Images

კვირას, დანით შეიარაღებული მამაკაცი მარსელის რკინიგზის სადგურზე მგზავრებს დაესხა თავს. დაღუპულია ორი ქალი. თავდამსხმელი პოლიციასთან დაპირისპირებისას მოკლეს. შემთხვევას ტერორისტული თავდასხმის კვალიფიკაცია მიენიჭა. მიმდინარეობს გამოძიება თავდამსხმელის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის დასადგენად.

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში თავდამსხმელი მოხსენიებულია როგორც "ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცი" რომელმაც "ოპერაცია კოალიციის ქვეყნების მიზანში ამოღების" მოწოდების ფარგლებში განახორციელა. საფრანგეთი ერაყსა და სირიაში საბრძოლო ქმედებებში მონაწილეობს.

კომენტარები