თავდასხმა ლას ვეგასში

ლას ვეგასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

Getty Image

უკანასკნელი მონაცენებით ლას ვეგასში, Mandalay Bay კაზინოს ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. დაშავებულია 100-მდე ადამიანი, მათ შორის პოლიციის ოფიცრები. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.

თავდამსხმელის ვინაობას პოლიცია არ ასაჯაროებს, თუმცა ამბობენ, რომ ის ადგილობრივი მამაკაცია. მან ქანთრი მუსიკის ფესტივალზე შეკრებილ ხალხს სასტუმროს 32-ე სართულიდან გაუხსნა ცეცხლი. იგი პოლიციასთან დაპირისპირებისას მოკლეს. ამჟამად იძებნება მისი თანამზრახველი ქალი.

გავრცელდა ფესტივალის მონაწილეების მიერ გადაღებული ინციდენტის ამსახველი ვიდეოებიც.

კომენტარები