ტერაქტი კანადაში

კანადაში ორ ტერორისტულ აქტში დამნაშავე პირის მანაქანაში ISIS-ის დროშა იპოვეს

AP

კვირას კანადაში ორი ტერორისტული აქტი მოხდა. ორივეში დამნაშავე სომალელი მოქალქეა, რომელიც კანადაში ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს. მის საქმეს 2015 წელსაც იძიებდნენ "ექსტრემისტული იდეოლოგიის" გამოვლენის გამო, თუმცა მაშინ ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინეს .

თავდამსხმელი ქალაქ ედმონტონში მსუბუქი ავტომობილით პოლიციის ბლოკადას შეეჯახა, შემდგომ კი პოლიციის ოფიცერს ცივი იარაღით დაესხა თავს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს ის სატვირთო მანქანით დააფიქსირეს და პოლიციის მიერ დევნისას რამდენიმე ქვეითს გამიზნულად დაეჯახა. საბოლოოდ სატვირთო მანქანა გადაბრუნდა და პოლიციამ დამნაშავის დაკავება შეძლო. სატვირთო მანქანაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დროშა აღმოაჩინეს. თავდასხმების შედეგად დაშავებულია 5 ადამიანი.

კომენტარები