თავდასხმა ლას ვეგასში

ლას ვეგასში თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, დაშავებულია 200-მდე ადამიანი

Getty Image

ლას ვეგასში, Mandalay Bay კაზინოს ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. დაშავებულია 200-მდე ადამიანი, მათ შორის პოლიციის ოფიცრები. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.

თავდამსხმელი, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებისას მოკლეს ადგილობრივი მოქალაქე, 64 წლის სტივენ პადოკია. მან ქანთრი მუსიკის ფესტივალზე შეკრებილ ხალხს სასტუმროს 32-ე სართულიდან ცეცხლი გაუხსნა. პოლიციამ ასევე იპოვა მისი თანამზრახველი ქალიც.

კომენტარები