არჩევნები 2017

მერიასთან, ნაციონალური მოძრაობის აქციაზე 3 ადამიანი დააკავეს

ტაბულა

თბილისის მერიასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე აქციაზე 3 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, რა მუხლებით არიან აქციის მონაწილეები დაკავებულები. 

პოლიციამ აქციის მონაწილეებს შენობის შესასვლელი ძალის გამოყენებით დაატოვებინა. სამართალდამცველები ჟურნალისტებს და აქციის მონაწილეებს მერიის შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები კი, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კორდონის გარღვევას ცდილობს. 

მერიაში შესვლის გადაწყვეტილება პარტიამ მას შემდეგ მიიღო, რაც დედაქალაქის მთავრობამ მათ მოთხოვნებსა და შეკითხვებს არ უპასუხა.  

ნაციონალური მოძრაობის წევრები თბლისის საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც პანორამა თბილისის პროექტის ნაწილია, მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 1946 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალეს, რათა მშენებლობის ნებართვის გაცემა კანონიერი იყოს. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქცია დღის 14:00 საათზე დაიწყო.

კომენტარები