თავდასხმა ლას ვეგასში

ლას ვეგასის თავდასხმაში ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას 42 ერთეული იარაღი ამოიღეს

Getty Image

ბოლო ინფორმაციით, ლას ვეგასში 64 წლის მამაკაცის, სტივენ პედოკის მიერ სასტუმროს 32-ე სართულიდან მუსიკალური ფესტივალის მიმართულებით გახსნილ ცეცხლს 59 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 527 ადამიანი. ეს ამერიკის ისტორიაში მომხდარ მსგავს ინციდენტებს შორის ყველაზე სისხლიანია.

გავრცელებული ინფორმაციით, სანამ პოლიცია პედოკის ოთახში შეღწევას მოახერხებდა, დამნაშავემ თავი მოიკლა. სასტუმროს ოთახში და პედოკის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ 42 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

პედოკის ქმედებების მოტივი ამ დრომდე უცნობია. გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ პედოკს „ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცი“ უწოდა, თუმცა ამ დრომდე, პედოკის რომელიმე ტერორისტულ ჯგუფთან კავშირის დამადასტურებელი საბუთები არ აღმოჩენილა.

კომენტარები