კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

უკრაინა კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს არალეგიტიმურად ცნობს

Reuters

უკრაინა კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს არალეგიტიმურად ცნობს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, მარიანა ბეცას განცხადებით, კიევი პატივს სცემს სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში​

„უკრაინა მიიჩნევს, რომ კატალონიაში 1-ელ ოქტომბერს დამოუკიდებლობის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმი არალეგიტიმურია. მისი ჩატარება აკრძალული იყო ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ვინაიდან ესპანეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. უკრაინა დარწმუნებულია, რომ ესპანეთი, როგორც მსოფლიოში დემოკრატიის ერთ-ერთი ლიდერი, დემოკრატიული გზით გადაჭრის შიდაპოლიტიკური ცხოვრების ყველა მწვავე პრობლემას. კიევი პატივს სცემს სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - აცხადებს ბეცა.

კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი კვირას ჩატარდა. მასში მონაწილეთა 95%-მა პროცენტი მხარს კატალონიის დამოუკიდებლობას უჭერს. კატალონიის ოფიციალური პირების თქმით, დამოუკიდებლობას "დიახ" 90%-მა პროცენტმა უთხრა. რეფერენდუმში მონაწილეობა 2,26 მილიონმა ადამიანმა მიიღო, რაც მთელი მოსახლეობის 42%-ია, სულ კატალონიაში 5,34 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 

კომენტარები