ნობელის პრემია

2017 წლის ნობელის პრემია ფიზიკის დარგში მეცნიერთა ტრიომ აიღო

CNN

მეცნიერებმა რეინერ ვეისმა, ბარი სი ბარიშმა და კიპ თორნმა, ჯილდო გრავიტაციული ტალღების აღმოჩენისთვის დაიმსახურეს. ყველაზე ძლიერი გრავიტაციული ტალღები შავი ხვრელის შთანთქმის შედეგად, ჯერ კიდევ 1,3, მილიარდი წლის წინ წარმოიქნა, მაგრამ მისი დანახვა ნობელიანტმა მეცნიერებმა LIGO დეტექტორის დახმარებით, სულ ცოტა ხნის წინ შეძლეს.

„ტალღების არსებობა ალბერტ აინშტაინმა 100 წლის წინ იწინასწარმეტყველა, მაგრამ ტალღების ამერიკაში, LIGO დეტექტორამდე მოსვლას 1,3 მილიარდი წელი დასჭირდა“-ნათქვამია ნობელის კომიტეტის ოფიციალურ პრესრელიზში.

2017 წლის ნობელის პრემიის მფლობელების ვინაობა ფიზიკისა და ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში უკვე ცნობილია. ქიმიის, ლიტერატურის, ეკონომიკისა და მშვიდობის დარგში წლევანდელი ნობელიანტების ვინაობა კი ოქტომბრის ბოლომდე გახდება ცნობილი.

კომენტარები