ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ორგანიზაცია იუნესკოს დახმარებას სთხოვს

Sputnik Абхазия

ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი საქველმოქმედო მოძრაობა „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები“ უძველეს ქრისტიანულ ტაძრებთან დაკავშირებით გაერო-ს და იუნესკო-ს მიმართავს. მათ ამ მიზნით ვიდეო გაავრცელეს და იმედი გამოთქვეს, რომ ეს ორგანიზაციები აფხაზეთის უნიკალური ტაძრების შენარჩუნების პრობლემას ყურადღებას მიაქცევენ. მათივე თქმით, „აფხაზეთი კავკასიაში ქრისტიანობის აკვანია, ხოლო მისი ტაძრები საქართველოს გამანადგურებელი პოლიტიკის შედეგად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა“.

მიმართვის ერთ-ერთი ავტორი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კან ტანია კი ამბობს: “1992-1993 ქართულ-აფხაზური ომის დროს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარები აფხაზური კულტურული ძეგლებს ანადგურებდნენ, გაჰქონდათ აფხაზი ხალხის უნიკალური რელიკვიები და არტეფაქტები, უმოწყალოდ ბომბავდნენ ქრისტიანულ ტაძრებსა და სიწმინდეებს”.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=60&v=hknrDTtEKbE]

აფხაზური მხარის ბოლო მიმართვას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე გამოეხმაურა. ნეტგაზეთის ცნობით, გიორგაძემ განაცხადა, რომ ეს მიმართვა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

"ვერანაირ კრიტიკას უძლებს და უბრალოდ რეალობას აცდენილია, როდესაც  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული მხრიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიზანმიმართულ განადგურებაზეა საუბარი, ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ როგორც ადამიანურ [პროფესიულ], ასევე ფინანსურ რესურსს, მათ შორის იმისთვის რომ, პირველ რიგში მოხდეს მონიტორინგი და რეალური შეფასება ძეგლების დღევანდელი ფიზიკური მდგომარეობის, ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ძეგლების გამოვლინება და დაუყოვნებლივ სარესტავრაციო საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება. ჩვენ რიგგარეშე ანგარიშს კიდევ გავაგზავნით, ისევ განვაახლებთ და დავუდასტურებთ ჩვენს მზაობას ამ წინადადებებთან დაკავშირებით. ბევრი ძეგლი მართლაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. გარდა ამისა, არაერთი ინფორმაცია გაქვს სხვადასხვა ძეგლებზე ჩატარებული სამუშაოებისა. იქაც ზოგ შემთხვევაში პროფესიონალიზმის ან ცოდნის ნაკლებობის გამო, ზოგ შემთხვევაში მიზანმიმართულად ქართული კვალის წაშლის თვალსაზრისით მიუღებელი პროცესები ვითარდება”, - თქვა გიორგაძემ ნეტგაზეთთან. 

კომენტარები