თუშეთი

თუშეთში მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზა დიდთოვლობის გამო დაიკეტა

გზების დეპარტამენტი

თუშეთში მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზა უამინდობის გამო დაიკეტა. თუშეთის გამგებელის ლადო კახოიძის თქმით, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე თოვლის საფარი 20-30 სმ-ს აღწევს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა აბანოს უღელტეხილზე.

თუშეთის გზის გაწმენდით სამუშაოებს კომპანია ,,გერალი“ აწარმოებს. ტექნიკა აბანოს უღელტეხილზე თოვლის გაწმენდის სამუშაოებს დღეს დილიდან დაიწყებს. შესაძლოა, ავტომანქანების მოძრაობა დღის პირველ ნახევარში აღდგეს.

ფშაველი-ომალოს გზა ყოველწლიურად ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე, უამინდობის გამო იკეტება.

კომენტარები