სკოლებში ვაშლების დარიგება დაიწყო. განათლების სამინისტრო ვაშლების დარიგების ამსახველ ფოტოებს ავრცელებსწარწერით - "სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესი მკვიდრდება."
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პირველად ვაშლები თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, დაახლოებით 2000 ბავშვს დაურიგეს. სამინისტროს ინფორმაციითვე, ვაშლების დარიგება სხვა სკოლებშიც გაგრძელდება.