კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

კატალონია დამოუკიდებლობის გამოცხადებას კვირის ბოლოს გეგმავს

კატალონიის პრეზიდენტის, კარლეს პუჩდემონის თქმით, კატალონია ესპანეთისგან დამოუკიდებლობას მიმდინარე კვირის ბოლოს ან მომდევნო კვირის დასაწყისში გამოაცხადებს. BBC-სთან ინტერვიუში საუბრისას კითვაზე, რას მოიმოქმედებს მისი მთავრობა ესპანეთის ჩარევის შემთხვევაში, პუჩდემონმა უპასუხა, რომ "ეს იქნება შეცდომა, რომელიც ყველაფერს შეცვლის". 

პარალელურად კი ესპანეთის მეფე ფილიპე VI-მ მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ რეფერენდუმის ორგანიზატორების - კატალონიის ხელმძღვანელების მოქმედებები უკანონოა, ხოლო ის, რაც ესპანეთში ხდება - "განსაკუთრებით სერიოზული". 


ფოტო: BBC

ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ განაცხადა, რომ აჯანყების მოწოდებისკენ ბრალდებით კატალონიის ხელმძღვანელი პირების, მათ შორის კატალონიის პოლიციის უფროსის მიმართ გამოძიება დაიწყო.

კატალონიაში კვირას, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და ესპანეთის პოლიციის ძალადობა გააპროტესტა. რეფერენდუმის მიმდინარეობისას, მთელი დღის განმავლობაში პოლიცია საარჩევნო უბნებს ხურავდა და ყუთების და ბიულეტენების კონფისკაციას ახდენდა. კატალონიის ოფიციალური პირების თქმით, ხმის მიცემის პროცესში ესპანეთის პოლიციის ძალადობის გამო დაახლოებით 900 ადამიანი დაშავდა. კატალონიის სხვადასხვა ნაწილებში საპროტესტო აქციები გაიმართა, პოლიციამ ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა.  

რეფერენდუმში მონაწილეთა 95%-მა პროცენტი მხარს კატალონიის დამოუკიდებლობას უჭერს. კატალონიის ოფიციალური პირების თქმით, დამოუკიდებლობას "დიახ" 90%-მა პროცენტმა უთხრა. რეფერენდუმში მონაწილეობა 2,26 მილიონმა ადამიანმა მიიღო, რაც მთელი მოსახლეობის 42%-ია, სულ კატალონიაში 5,34 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 

კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ესპანეთის მიერ არაკონსტიტუციურად არის ცნობილი - ესპანეთის მთავრობა მას არალეგიტიმურად აცხადებს და შედეგებს არ აღიარებს. 

კომენტარები