რუსეთი

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელები პუტინს დაბადების დღეს საფეხბურთო მატჩით მიულოცავენ

AP

ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს საფეხბურთო მატჩით აღნიშნავენ. მატჩი 7 ოქტომბერს ახმატ არენაზე გაიმართება. ერთმანეთს ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელები და ჩეჩენი მაღალჩინოსნები დაუპირისპირდებიან.

ჩეჩენთა გუნდ “ლიდერის“ კაპიტანი თავად ჩეჩნეთის რესპბლიკის მეთაური რამზად კადიროვი იქნება და ჩეჩენი მაღალჩინოსნების გარდა, მის გუნდში რუსი ფეხბურთელებიც ითამაშებენ. კადიროვი ამავე დროს, თამაშის ჩატარების და მისი პუტინისთვის მიძღვნის ინიციატორია. 

"ვეტერან იტალიელთა გუნდში სტეფანო ფიორე, მასიმო ოდო, სალვატორე სკილაჩი და სხვები ითამაშებენ."-ნათქვამია განცხადებაში.

მასიმო ოდო სულ ცოტა ხნის წინ საქართველოსაც სტუმრობდა. მან კახი კალაძესთან ერთად დინამო არენაზე გამართულ საქველმოქმედო მატჩში მიიღო მონაწილეობა. 

საფეხბურთო მატჩი გროზნოში უკვე ტრადიციულ ხასიათს იღებს. 2015 წელს გამართული თამაში ვეტერან იტალიელთა ნაკრებსა და “ლიდერ-63“-ს შორის ანგარიშით 4:1 დამთავრდა, იტალიელების სასარგებლოდ.

კომენტარები