ენერგეტიკის სამინისტრო

მარიამ ვალიშვილმა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ ვალიშვილმა საკუთარ facebook-ზე დაწერა.

"ბევრი საინტერესო წელი, ბევრი საინტერესო ადამიანი, ბევრი ემოცია, ბევრი წლის მერე დავემშვიდობე ენერგეტიკის სამინისტროს, თუმცა ენერგეტიკას ვერ დავტოვებ", - წერს ვალიშვილი

მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ვალიშვილის სახელი უკვე ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზეც აღარ ფიქსირდება.

ვალიშვილი 2006-2007 წლებში გაზისა და ნავთობის კორპორაციის კომერციული დირექტორი იყო, 2008 წელს ის კახა კალაძის Kala Energy-ის ხელმძღვანელი გახდა. 2008 წელს ვალიშვილმა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა, სადაც დღემდე მუშაობდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები