ტომ იორკი

ტომ იორკი დეკემბერში ორ სოლო კონცერტს გამართავს

NME.com

ტომ იორკი 2017 წლის დეკემბერში ორ სოლო კონცერტს გამართავს.

მომღერალი პირველ კონცერტს 12 დეკემბერს ლოს ანჯელესში, ფონდას თეატრში გამართავს. მეორე კონცერტი კი 14 დეკემბერს ოკლენდში მდებარე ფოქსის თეატრში გაიმართება. ბილეთების გაყიდვა 6 ოქტომბრიდან დაიწყება.

კონცერტებთან ერთად ტომ იორკმა დაანონსა, რომ მისი 2014 წლის სოლო ალბომი Tomorrow's modern boxes 8 დეკემბერს ხელახლა გამოიცემა.

კომენტარები