ნობელის პრემია 2017

2017 წლის ნობელის პრემიის მფლობელების ვინაობა ქიმიის დარგში ცნობილია

Getty Images

2017 წლის ნობელის პრემიის მფლობელები ქიმიის დარგში ჟაკ დუბოშე, იოაკიმ ფრანკი და რიჩარდ ჰენდერსონი გახდნენ. მეცნიერებს ჯილდო ბიოლოგიური მოლეკულების გამოსახულების გაუმჯობესებისთვის გადაეცათ. ნობელიანტებმა ისეთი მიკროსკოპი შექმნეს, რომელიც აქამდე უხილავი მოლეკულების დანახვის საშუალებას იძლევა.

მეცნიერთა ტრიომ კვლევის საწყის ეტაპზევე ბრაზილიელ ახალშობილებში მიკროცეფალიის გამომწვევი ზიკა ვირუსის გამოსახულების მიღება შეძლო. ვირუსის 3D გამოსახულებამ კი მკვლევარებსა და მედიკოსებს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა და შესაბამისი მედიკამენტების მოძიება-დამზადება გაუმარტივა.

ნობელის პრემიის საპრიზო ფონდი დუბოშეს, ფრანკისთვის და ჰენდერსონისთვის 831 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

ნობელის პრემია ქიმიის დარგში 1901 წლის შემდეგ გაიცემა. 2017 წლის ნობელის პრემიის მფლობელების ვინაობა უკვე ცნობილია ფიზიოლოგიის ან მედიცინის, ფიზიკის და ქიმიის დარგებში. სხვა ნობელიანტების ვინაობა კი ოქტომბრის ბოლომდე გაირკვევა. 

კომენტარები