ნობელის პრემიის ლაურეატს ლიტერატურის დარგში 5 ოქტომბერს გამოავლენენ

მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ შვედეთის აკადემიამ მთელი მსოფლიო გააოცა, როდესაც ნობელის ლაურეატად ლიტერატურის დარგში ბობ დილანი აირჩია, ჟიური წლევანდელი გამარჯვებულის გამოვლენამდე საათებს ითვლის. 

შვედეთის აკადემიამ, ასამბლეა, რომელიც 18 შვედისგან შედგება, რომლებიც ფარული კენჭისყრით ირჩევიან ამ თანამდებობაზე და ცხოვრების ბოლომდე ინარჩუნებენ ამ სტატუსს, განაცხადა, რომ ისინი ნობელის ლაურეატს ლიტერატურის დარგში 5 ოქტომბერს გამოავლენს. იმისათვის, რომ პირმა გაიმარჯვოს, აკადემიის წევრების ნახევარმა უნდა დაუჭიროს მას მხარი. გამარჯვებული კი 350 კანდიდატიდან ირჩევა, რომლებსაც წარადგენენ ლიტერატურის ექსპერტები და ნობელის ლაურეატები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ნობელის პრემიის დამაარსებლის, ალფრედ ნობელის საპატივცემულოდ, მისი სურვილის მიხედვით ნობელის ლაურეატი ლიტერატურის ჟანრში უნდა იყოს პირი, რომელსაც შექმნილი აქვს "იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულება". თხზულებაში ლიტერატორის მთელი შემოქმედება იგულისხმება და არა კონკრეტული ნაწარმოები, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, მაგალითად უინსტონ ჩერჩილის შემთხვევაში. 

1901 წლიდან £832 000-იანი ჯილდო 113 მწერალს გადაეცა, რომელთაგანაც 14 ქალი იყო, 28 ინგლისურად წერდა და 77 პროზას წერდა. 

აკადემიის შარშანდელი არჩევანი კონტროვერსიული გამოდგა. ბობ დილანი დაჯილდოების ცერემონიალსაც კი არ დაესწრო, რის გამოც ერთერთმა აკადემიკოსმა მას "უზრდელი და ამპარტავანი" უწოდა, პრიზი კი 4 თვის შემდეგ, ვიწრო წრეში გადახდილ ღონისძიებაზე მიიღო, როდესაც დედლაინის ვადა მოახლოებული იყო. 

წელს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ფსონებს ყველაზე დებენ, ჯორჯ მარტინიდან დაწყებული კენი უესტით დამთავრებული, სავარაუდოდა, რომ აკადემია უფრო უსაფრთხო კანდიდატზე შეაჩერებს არჩევანს. 

ფსონების დიდი წილი იაპონელ მწერალზე ჰარუკი მურაკამისა და კენიელ ნგუგი ვა თონგოზე მოდის. ასევე, დიდი მათგანი ფულს ფემინისტ მწერალზე, მარგარეტ ეტვუდზე დებენ, რომლის ერთერთი რომანის "მხევლის წიგნის" მიხედვით, სერიალიც გადაიღეს და ამ დროისთვის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

კომენტარები