ირანი-თურქეთი

ირანი და თურქეთი ერაყელი ქურთების წინააღმდეგ ზომებს გაამკაცრებენ

Tehran Times

ირანში ვიზიტით მყოფი თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანის პრეზიდენტს, ჰასან როუჰანის შეხვდა. ერთობლივ პრეს კონფერენციაზე ერდოღანმა ერაყში ჩატარებულ რეფერენდუმს არალეგიტიმური უწოდა და თქვა, რომ მას მხოლოდ ისრაელი აღიარებს. თურქეთის პრეზიდენტის თქმით ის რეფერენდუმის საპასუხოდ ერაყის და ირანის მთავრობებთან შეთანხმებით უფრო მკაცრ ზომებს მიიღებს.

"ჩვენ ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოება და სტაბილურობა გვსურს. ერაყის ქურთისტანში ჩატარებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმი უცხო ქვეყნების სექტანტური შეთქმულებაა, რომელსაც თეირანი და ანკარა უარყოფს." - თქვა ჰასან როუჰანიმ.

მხარეებმა ასევე ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაზრდაზეც ისაუბრეს.

კომენტარები