გზების დეპარტამენტი

თუშეთის მიმართულებით მოძრაობა აღდგა

გზების დეპარტამენტი

თუშეთის მიმართულებით, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. 

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ზვასაშიშროების გამო, გზაზე საავტომობილო მიმოსვლა განხორციელდება შემდეგი რეჟიმით:

  • ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ50 მონაკვეთზე, ყოველდღე, საღამოს 18:30 სთ-დან დილის 07:00სთ-მდე  იკრძალება ავტოტრანსპორტის  მოძრაობა. დროის დანარჩენ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
  • აღნიშნული გზის კმ1-კმ29 და კმ51-კმ72 მონაკვეთებზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამ რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გუშინ, უამინდობის გამო, თუშეთში ჩარჩენილი ტურისტები უკან დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ. მათ შორის ერთს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა თუშეთში გზის გაწმენდის შემდეგ ჩავიდა.

კომენტარები