ე.წ ისლამური სახელმწიფო

ერაყის სამთავრობო ძალებმა ISIS-ისგან კიდევ ერთი ქალაქი გაათავისუფლეს

Euronews

ერაყის სამთავრობო ძალებმა გაათავისუფლეს ჰაუიჯა, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს უკანასკნელი დასაყრდენი ქვეყანაში. განცხადება ერაყის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა გააკეთა. ჰაუიჯა ბაღდადიდან 230 კილომეტრში მდებარეობს, ახლოს ნავთობით მდიდარ ქალაქთან, კირკუკთან. მას 2014 წლიდან ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები აკონტროლებდნენ. 

ოთხშაბათს ერაყის ძალებმა გაათავისუფლეს გზა, რომელიც კირკუკს ტიკრიტთან აკავშირებს. მას ისლამური სახელმწიფო ბოლო 3 წლის განმავლობაში აკონტროლებდა. 

იერიში ჰაუიჯაზე ორი კვირის წინ დაიწყო. ერაყის სამთავრობო არმიას მხარს ამერიკის შეერთებული შტატები და ირანული შიიტი შეიარაღებული ჯგუფები უჭერდნენ. 

ისლამური სახელმწიფო მებრძოლები ჯერ კიდევ აკონტროლებენ სასაზღვრო ქალაქ ალ-ქაიმს და მის ირგვლივ მდებარე დეირ ალ ზორს რეგიონს. ტერორისტული ორგანიზაცია ასევე აკონტროლებს გარკვეულ ტერიტორიებს სირიის საზღვართან. თუმცა, მათი თვითგამოცხადებული ხალიფატი იშლება, რადგან ტერორისტები უკან იხევენ ორი სხვადასხვა მხრიდან განხორციელებული შეტევის გამო: ერთის მხრივ, მის წინააღმდეგ ქურთისტანის მეთაურობით შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი კოალიცია იბრძვის, მეორე მხრივ კი სირიის სამთავრობო ძალები უცხოელ შიიტ სამხედროებთან ერთად, რომელსაც მხარს ირანი და რუსეთი უჭერენ. 

კომენტარები