ფაშიზმი და სტალინიზმი

ფაშიზმი და სტალინიზმი თანაბარი ბოროტებაა - მუზეუმი პოლონეთში

0 კომენტარი

არის თუ არა განსხვავება სტალინის საბჭოთა კავშირსა და ჰიტლერის გერმანიას შორის? პოლონელები თვლიან, რომ არა. 

მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე შექმნილი მუზეუმი პოლონეთის ქალაქ გდანსკში სულ ცოტა ხნის წინ, მარტის დასაწყისში გაიხსნა. რუსული სააგენტოს varlamov.ru-ს ცნობით, რუსული საინფორმაციო საშუალებები ძალიან ღელავდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ექსპოზიცია "არასწორი" და "პოლიტიზირებულია". ეს ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ ექსპოზიციის ავტორებმა სტალინის რეჟიმი იმ პერიოდის სხვა ტოტალიტარული რეჟიმების გვერდით დააყენეს, როგორიც იყო ჰიტლერის, მუსოლინის ფაშისტური რეჟიმი და ხიროხიტოს იაპონური მილიტარიზმი. გარდა ამისა, რუსულ სამთავრობო არხებში პრეტენზიები იყო იმასთან დაკავშირებითაც, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში საბჭოთა კავშირის როლს ძალიან მცირე ყურადღება ეთმობოდა.

პოლონელების ლოგიკა მარტივია: 1939 წელს სტალინმა და ჰიტლერმა ქვეყანა შუაზე გაიყეს. ამასთან, შეგვიძლია გავიხსენოთ კატინის ხოცვა-ჟლეტაც, რომელსაც თავად პოლონელები "კატინის დანაშაულსა" და "კატინის ღალატს" ეძახიან.

მიუხედავად ამისა, პოლონელებს საბჭოთა კავშირზე წყენა გულში არ ჩაუდიათ. ექსპოზიცია მხოლოდ პოლონეთის ისტორიას არ გვიყვება. აქ არის სტენდები, რომლებიც ლენინგრადის ბლოკადას, საბჭოთა პარტიზანებსა და სტალინგრადის ბრძოლასაც ეძღვნება. ამის პარალელურად კი, ყვებიან ფრანგებზე, იუგოსლავიელებზე, ბრიტანელებსა და ამერიკელებზე და მუზეუმის სტუმრები ომის სრულ სურათს ხედავენ. 

ამ მუზეუმში ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია: სტალინი და ჰიტლერი ერთ მხარეს დგანან, თუმცა გერმანიაზე გამარჯვება საბჭოთა კავშირის გარეშე რომ შეუძლებელი იყო, ესეც აღნიშნულია. 

1939 წლის 23 აგვისტოს ორმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა - საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ - მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი გააფორმეს. ამ პაქტს საიდუმლო პროტოკოლი ერთვოდა, რაც ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფას ითვალისწინებდა. სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი - სტალინის რუსეთსა და ჰიტლერის გერმანიას შორის ომი მაშინ გაჩაღდა, როდესაც ორი ტოტალიტარული ლიდერი მსოფლიოს გაყოფაზე ვერ შეთანხმდა.

1939 წლის 1-ლ სექტემბერს ნაცისტური გერმანია პოლონეთს თავს დაესხა.

17 სექტემბერს კი, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო დამატებითი პროტოკოლის შესაბამისად, წითელმა არმიამ პოლონეთის აღმოსავლეთი ნაწილის ოკუპაცია მოახდინა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები