თბილისის მერია

თბილისობასთან დაკავშირებით ევროპის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 6 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, ევროპის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

უწყებაში აცხადებენ, რომ ამის გამო გორგასლის ქუჩიდან ევროპის მოედნის გავლით ბარათაშვილის ქუჩისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტები დროებით შეიცვლება.  

"საზოგადოებრივი ტრანსპორტი გორგასლის ქუჩიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გააგრძელებს, აუხვევს ხიდის ქუჩაზე, გაივლის ზაარბრიუკენის მოედანს, ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩებს, საიდანაც ბარათაშვილის ხიდს დაუკავშირდება", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

კომენტარები