საკონსტიტუციო ცვლილებები

ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებზე საბოლოო დასკვნას დღეს დაამტკიცებს

პარლამენტი

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია დღეს დაამტკიცებს. დოკუმენტის არსებულ რედაქციას კომისიის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძე წარადგენს. სხდომას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძეც დაესწრება, რომელიც ევროპული საბჭოს ექსპერტებს ცვლილებების 4 პუნქტიან ვერსიას გააცნობს. 

გიორგი მარგველაშვილმა და ოპოზიციამ საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოთხ წინადადება გუშინდელ შეხვედრაზე შესთავაზა. როგორც ანა დოლიძემ თქვა, შეთანხმება შემდეგ საკითხებზე შედგა: ბონუსების აკრძალვა, საარჩევნო ბლოკების დაშვება, პროპორციულ არჩევნებზე 2020 წლიდან გადასვლა და პრეზიდენტის 300 ხმოსნის მიერ არჩევის წესის მაშინ ამოქმედება, როცა პარლამენტი ორპალატიანი გახდება. დოლიძის თქმით, პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში აქცენტს სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილებს. 

თუმცა უმრავლესობისთვის მისაღები მხოლოდ ბონუსების აკრძალვა და საარჩევნო ბლოკების დაშვებაა და იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოს სხვა საკითხებსაც დაადებს, როგორც მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, მას დაძლევენ

კომენტარები