რუსი ჰაკერები

რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოდან ინფორმაცია მოიპარეს

Patrick Semansky/Associated Press

ამერიკული მედიის ცნობით 2015 წელს რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს კლასიფიცირებული კიბერ-საიდუმლოები მოპარეს.

Wall Street Journal-ის და The Washington Post-ის მიხედვით მოპარული ინფორმაცია პენტაგონის კომპიუტერულ ქსელებს და კიბერ თავდასხმების წინააღმდეგ არსებულ თავდაცვის მექანიზმებს შეეხება და ის რუსი ჰაკერების ხელში ერთ-ერთი კონტრაქტორის მიერ პირად კომპიუტერში განთავსების შემდეგ მოხვდა.

კონტრაქტორი პირად კომპიუტერზე მოსკოვში დაფუძნებული კასპერსკის ლაბორატორიის ანტი-ვირუსულ პროგრამას იყენებდა. კასპერსკის პროდუქტების აშშ-ის მთავრობის ქსელებში გამოყენება გასულ თვეს აკრძალეს. ამის საფუძვლად იქცა ეჭვები, რომ კრემლი ამ პროგრამებს შპიონაჟისათვის იყენებს. გამოცემები ინფორმაციის წყაროებს არ აკონკრეტებენ.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები