Google

Google-ის ახალი უსადენო ყურსასმენები 40 ენიდან სინქრონულად თარგმნას შეძლებს

Getty Images

გუშინ, 5 ოქტომბერს Google-მა განაცხადა, რომ სულ მალე თავისი Pixel-ისთვის შექმნის ყურსასმენებს, რომლებიც Apple-ის AirPods-ის მსგავსად, უსადენო იქნება და ტელეფონისთვის მიერთება არ დაგჭირდებათ.

და ეს ყველაფერი არ არის. Google-ის ახალი, უსადენო ყურსასმენები სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან. რამდენიმე წლის წინ ასეთი ამბები სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურაში თუ შეგვხვდებოდა. თუკი, მაგალითად, გსურთ, რომ ესაუბროთ შვედ ადამიანს, Pixel 2-ის საშუალებით, შეგიძლიათ, Google Assistant-ს ნებისმიერი ინგლისური სიტყვა შვედურად ათარგმნინოთ. მას შემდეგ, რაც პასუხს შვედურად მიიღებს, ყურსასმენები ავტომატურად გითარგმნიან მას ინგლისურ ენაზე. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ამ 40 ენაში იქნება თუ არა ქართულიც. 

თუკი მთარგმნელი ყურსასმენები მართლაც ისევე კარგად იმუშავებენ, როგორც ეს რეკლამაშია, ეს ფუნდამენდტურად შეცვლის მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ეროვნების ადამიანების ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებებს. როგორც ჩანს, Google ამ ეტაპისთვის Apple-ს 1:0-ს უგებს ყურსასმენებში. 

კომენტარები