ე.წ ციანიდის საქმე

პატრიარქის მდივანი: სიბეცეა, რომ ინფორმაციები საპატრიარქოდან გავიდა

ტელეკომპანია პირველი,

პატრიარქის მდივნის თქმით, დიდი ეჭვი არსებობს, რომ ე.წ ციანიდის საქმის დახურული სხდომებიდან ინფორმაცია მედიაში დეკანოზ მამალაძის ადვოკატებისგან გავრცელდა. მისივე თქმით, ამ ფაქტთან საპატრიარქოს არაფერი აკავშირებს. მამა მიქაელ ბოტკოველმა ისიც თქვა, რომ პროცესის დახურვა სახელმწიფოს მოთხოვნა იყო დაეს საპატრიარქოს ინტერესებში არ შედიოდა. 

„აბსოლუტური სიბეცეა, როდესაც ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ საპატრიარქოდან შეიძლებოდა გასულიყო ეს ინფორმაციები. საიდან შეიძლება საპატრიარქოს ჰქონოდა ეს ინფორმაციები, მითხრას ვინმემ. საიდან შეიძლება, ჩვენ მხარეს არ წარმოვადგენდით, ჩვენ არ გვქონდა უფლება მოგვეთხოვა მასალები და შესაბამისად, არც მოგვითხოვია და ვერც მივიღებდით. საიდან შეიძლებოდა ჰქონოდა საპატრიარქოს მასალები ან როგორ ფიქრობთ, საქართველოს საპატრიარქო ამ მასალებს რატომ მისცემდა ან „რუსთავი 2“-ს ან სხვა ტელევიზიას. დიდი ეჭვი არსებობს იმისა, რომ ეს ინფორმაციები გავიდა ადვოკატებისგან," - ამბობს მიქაელ ბოტკოველმა.

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიაში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. უწყება საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე, წინასწარი გამოძიების მონაცემის გახმაურების, მუხლით აწარმოებს.

საქმე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ჩვენებას ეხება, რომელიც მან 25 ივლისს სასამართლოს დახურულ სხდომაზე სკაიპით მისცა. ჩვენების ფრაგმენტები სხვადასხვა მედიით ეტაპობრივად გავრცელდა. ასევე გავრცელდა პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის და მეუფე დიმიტრის ჩვენებები და დეკანოზ გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვა. ჩანაწერები მედიაში მას შემდეგ მოხვდა, რაც სასამართლომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ე.წ ციანიდის საქმის პროცესები დახურული იყო, გიორგი მამალაძეს კი პროკურატურამ გაუთქმელობის ხელწერილი დაადებინა. 

მამალაძის ადვოკატები პროკურატურისთვის ჩვენებაზე უარს აცხადებენ და საქმეში მაგისტრი მოქალაქეების ჩართვას ითხოვენ. 

კომენტარები