არჩევნები 2017

გაბაშვილი: სამი მაგალითი, რაც მერიის უნიათობასა და მავნებლობას წარმოაჩენს

0 კომენტარი
გოკა გაბაშვილი ფოტო: თეორემა/ტაბულა

ევროპული საქართველოს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გოკა გაბაშვილმა დღეს მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. გაბაშვილის თქმით, საახალწლო განათებების, თბილისობის ხარჯებისა და პუშკინის ქუჩის რეაბილიტაციის ხარჯები გაუმჭვირვალეა. 

"მინდა მერიაში უნიათობისა და მავნებლობის სამი მაგალითი წარმოგიდგინოთ. პირველი მაგალითი არის ახალი წელი. ივნისში შეიქმნა კომისია, რომ საახალწლოდ ქალაქის გაფორმების თანხა გაღებულიყო. ივნისიდან სექტემბრამდე არაფერი გაკეთებულა და სექტემბერში გადაუდებელი აუცილებლობის დასაბუთებით, უტენდეროდ მთელი თანხა წავიდა თბილისის მერიის შპს - "თბილსერვის ჯგუფზე".

მეორე ასეთივე მაგალითია “თბილისობა” არანაირი ტენდერი თბილისობის ხარჯებთან დაკავშირებით ჩატარებული არ არის და მონაცემთა ბაზებში საერთოდ არ იძებნება როდის და როგორ იქნება წლევანდელი თბილისობის ხარჯები გაღებული.

მესამე მაგალითი არის ძალიან უცნაური, ეხება პეკინის ქუჩას რომელიც რეაბილიტირდა, ყველამ ვნახეთ რომ საკმაოდ მაშტაბური სამუშაოები ჩატარდა და ჩვენ ვიცით მხოლოდ კომპანია “Black Sea Group” მაგრამ არაფერი არ არის ცნობილი ტენდერებთან და ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, თუ როგორი ხელშეკრულება გაფორმდა ამ კომპანიასთან ეს ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში არ იძებნება", - ამბობს გაბაშვილი.

"ასეთი ხარჯები აჩენს შეკითხვებს. ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ ამ ბიუჯეტით თავისუფლად არის შესაძლებელი რომ ჩვენ გავზარდოთ 50 ლარით პენსიები და 70 ლარით გავუზარდოთ სოციალური დახმარება ოჯახის თითოეულ წევრს", - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები