სავალუტო რეზერვები

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 2013 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა

AP Photo

საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 2013 წლის დონეს დაუბრუნდა, ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. სექტემბრის მდგომარეობით უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობა $2.81 მილიარდი დოლარია, რაც აგვისტოს მაჩვენებელს $112 მილიონით აღემატება, იანვრის მაჩვენებელთან შედარებით კი $220 მილიონით მეტია.

სავალურო რეზერვების მსგავსი მაჩვენებელი საქართველოს 2013 წლის დეკემბრის შემდეგ არ ჰქონია, რადგანაც ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისის გამო სებ-ს გარკვეული მოცულობის რეზერვების გაყიდვა მოუწიდა.

2014 წელს ეროვნულმა ბანკმა $300 მილიონი გაყიდა და $200 მილიონი შეისყიდა. 2015-ში სებ-მა $286 მილიონი დოლარი გაყიდა, ამ წელს ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო ეროვნულ ბანკს რეზერვები არ შეუსყიდია. 2016 წელს კი სებ-მა სავალუქტო აუქციონზე $280 მილიონი დოლარი გაყიდა და $278 მილიონი შეისყიდა.

2017 წელს სებ-ს რეზერვები არ გაუყიდია, მან $129.7 მილიონი დოლარი შეისყიდა. სავალუტო რეზერვების შევსების სხვა წყაროებია: რეზერვებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კლასიფიკაციით, ქვეყნების სავალუტო რეზერვები მათი სამი თვის იმპორტის მაჩვენებლებზე ნაკლები არ უნდა იყოს, რაც საქართველოს შემთხვევაში დაახლოებით $1.9 მილიარდია.

კომენტარები