არჩევნები 2017

მოქალაქეებისთვის 41-ის შემოხაზვისთვის ყურანზე დაფიცების ფაქტს ეუთოს მისია სწავლობს

Getty

დმანისის რაიონის სოფელ ირგანჩაეში პარტია შენების მოძრაობის ინფორმაციით, დაფიქსირდა შემთხვევები როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს წინასაარჩევნოდ ყურანზე დააფიცეს და 41-ის შემოხაზვა დაავალდებულეს.

ყურანზე დაფიცების ფაქტი დაადასტურა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მისი თქმით "პრობლემა რჩება ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ბედავს და ყურანზე აფიცებს ადამიანებს, რომ ამა თუ იმ პარტიას მისცემს ხმას. ეს არის დასაგმობი."

ყურანზე დაფიცების სავარაუდო ფაქტის გახმაურების შემდეგ, დმანისში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ჩავიდნენ.

"63 ცხვარი მომპარეს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ცხვრებს დაიბრუნებო, მაგრამ იქამდე ყურანზე დაიფიცე, რომ ქართულ ოცნებას შემოხაზავო. მე ამას არ დავთანხმდი ამას. ჯერ დაკარგული ცხვრები დამიბრუნეთ, შემდეგ მოგცემთ ხმას", - რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს სოფელ ირგანჩაის მაცხოვრებელი აბელ სულეიმანოვი.

მოსახლეობის თქმით, ფიცის დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ქართული ოცნების ადგილობრივი ლიდერები ხალხს სოციალური დახმარების შეწყვეტით ემუქრებიან.

ქართული ოცნების დმანისის ოფისში ყურანზე დაფიცების შესაძლო ფაქტი უარყვეს და მას პარტია შენების მოძრაობიდან მერობის კანდიდატის გოგი ბარბაქაძის მიერ დადგმული პროვოკაცია უწოდეს. ბარბაქაძე კი ამბობს, რომ რელიგიის ყურანზე დაფიცების ტრადიციის აღდგენა დმანისის მაჟორიტარის, კახა ოქრიაშვილის, გადაწყვეტილებით ხდება.

კომენტარები