ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თელავის ოფისს თავს შეიარაღებული პირი დაესხა

ევროპული საქართველოს ცნობით, პარტიის თელავის ოფისს თავს შეიარაღებული პირი დაესხა. ის აქტივისტებისგან საქმიანობის შეწყვეტას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იარაღის გამოყენებით იმუქრებოდა.

ევროპული საქართველოს თელავის მერობის კანდიდატი ლელა მენთეშაშვილი ამბობს, რომ თავდაპირველად ყვირილი პარტიის ოფისის გარეთ გაიგეს. პირი, რომელიც ავტომობილში იჯდა, გარეთ გასულ პარტიის წევრებს იარაღით დაემუქრა. 

"სამწუხაროდ, ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპული
საქართველოს წევრებს ემუქრებიან ან თავს ესხმიან. ეს  ქართული ოცნების ხელისუფლების რამდენიმე წლიანი პრაქტიკის გაგრძელებაა, როცა მოძალადეებს დასჯის მაგივრად ახალისებენ, პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური თავდასხმა კი საარჩევნო კამპანიის ნაწილია" - აცხადებენ ევროპულ საქართველოში.

პარტიის ინფორმაციით, სამართალდამცველებისთვის უკვე ცნობილია თავდამსხმელის ავტომობილის სერია და სახელმწიფო ნომერი.

 

კომენტარები