თბილისობა

იოჰანეს ჰანი, ზაზა ფაჩულია და კიდევ 11 ადამიანი "საპატიო თბილისელები" გახდნენ

იოჰანეს ჰანი
ევროკავშირი

ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანს თბილისის მერიამ "საპატიო მოქალაქის" წოდება მიანიჭა. საპატიო თბილისელები თბილისობის დასკვნით კონცერტზე გამოაცხადეს. იოჰანეს ჰანთან ერთად ეს წოდება მოიპოვა საოპერო მომღერალმა ლადო ათანელმა, ზაზა ფაჩულიამ და სხვებმა.

საპატიო თბილისელებად დასახელდნენ:

  1. ევროკომისარი იოჰანეს ჰანი
  2. ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი
  3. ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე
  4. ექიმი და მეცნიერი რომან შაქარიშვილი
  5. ექიმი კარდიოლოგი გულნარა ჩაფიძე
  6. ქიმიკოსი ეთერ ქემერტელიძე
  7. კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი
  8. მომღერალი ლადო ათანელი
  9. კომპოზიტორი თამაზ ყურაშვილი
  10. რეჟისორი და სცენარისტი მერაბ თავაძე
  11. კალათბურთელი ზაზა ფაჩულია
  12. პუბლიცისტი და ფოტოგრაფი დემიკო ლოლაძე
  13. პედაგოგი და პუბლიცისტი ზაირა დავარაშვილი

კომენტარები