ქართული ფილმი

სიდნეის შემდეგ, ქართული ფილმი "8 წუთი" მანჰეტენის ფესტივალის გამარჯვებულია

ახალგაზრდა რეჟისორების გიორგი გოგიჩაიშვილისა და დათო აბრამიშვილის ფილმი "8 წუთი" მანჰეტენის ფესტივალის გამარჯვებულია. 

ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ფილმის სცენარისტზე, მარიამ ბექაურზე, დაყრდნობით ავრცელებს. ფესტივალის გამარჯვებული ფილმი აპოკალიფსური შინაარსისაა. 8 წუთი - ეს სწორედ ის დროა, რაც მზის ჩაქრობის შემთხვევაში დედამიწაზე სინათლის სხივის გაქრობას სჭირდება. 

ფილმში მთავარ როლებს "ხელოვნური სუნთქვის" ვარსკვლავი ანი ბებია, გიორგი შარვაშიძე და სლავა ნათენაძე ასრულებენ.

Sibler Films-ის სადებიუტო ნაშრომისთვის ეს პირველი გამარჯვება არ გახლავთ. 29 სექტემბერს გამართულ სიდნეის ფესტივალზე ფილმი 7 ნომინაციაში იყო წარდგენილი, მათ შორის საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო მუსიკისთვის. 8 წუთმა საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმის ტიტულის მოპოვება შეძლო. 

კომენტარები