დასავლეთ საქართველოში აზიურმა ფაროსანამ გამოსაზამთრებლად სახლებში გადაინაცვლა. ნახეთ ფოტოები:
აზიური ფაროსანა მავნებელია, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან არის. მან მიმდინარე წელს დასავლეთ საქართველოს მცხოვრებლებს თხილის და სიმინდის მოსავალი სრულად გაუნადგურა. დაზიანებულია ციტრუსიც.
მწერი უკვე თბილისშიც გამოჩნდა. ეს, სპეციალისტების აზრით, ზრდის საფრთხეს, რომ მავნებელმა კახეთში გადაინაცვლოს, ამიტომ მწერის საწინააღმდეგო წამლობა აუცილებელია.