ნობელის პრემია 2017

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში რიჩარდ ტალერს მიენიჭა

Richard Saker

2017 წლის ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ამერიკელ ეკონომისტს რიჩარდ ტალერს მიენიჭა. ჩიკაგოს უნივერისტეტის პროფესორს პრიზი ქცევით ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

ნობელის პრემიის წარმომადგენლების თქმით, ტალერის კველევით, შესაძლებელი გახდა ეკონომიკის ფსიქოლოგიის გაგება - თუ როგორ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგია სხვადასხვა ეკონომიკურ გადაწყვეტილებაზე.

წლევანდელი ნობელის პრემიის დაჯილდოება ამით დასრულდა. პრემია გაიცა მშვიდობის განმტკიცების, მედიცინის, ქიმიის, ფიზიკის, ლიტერატურისა და ეკონომიკის დარგში მიღწევებისთვის.

კომენტარები