თბილისის მერია

TI: მერიის 31 ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მისი გამოცხადების შემდეგ დაარსდნენ

Wikipedia

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის თანახმად, 2014-2017 წლებში, თბილისის მერიის 31 ტენდერში გაიმარჯვეს ისეთმა კომპანიებმა, რომლებიც ტენდერის გამოცხადების შემდეგ დაარსდნენ. ასეთი ტენდერების საერთო ღირებულებამ 4,5 მლნ-ს გადააჭარბა. გარდა ამისა, 3 711-დან 494 (13%) ტენდერში გაიმარჯვეს კომპანიებმა, რომელთა დაფუძნებიდან ტენდერის გამოცხადებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო იყო გასული. ასეთი ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 32,5 მლნ ლარზე მეტი იყო. TI-მ თბილისის მერიის სისტემაში 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკა შეისწავლა. 

  • შპს მარკერი, ტენდერის გამოცხადებიდან 6 დღეში დაფუძნდა, (მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები) - 901 456 ლარი. სატენდერო პირობები ხელშეკრულების ღირებულების 95%-ის ავანსის სახით გაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებდა;
  • შპს გამწვანება 2016, ტენდერის გამოცხადებიდან 6 დღეში დაარსდა (ტენდერი,მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები) - 646 104 ლარი;
  • შპს გამწვანება 2016, ტენდერის გამოცხადებიდან 6 დღეში დაარსდა (მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები) - 645 912 ლარი;
  • შპს გამწვანება 2016, ტენდერის გამოცხადებიდან 6 დღეში დაარსდა (მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტები) - 619 160 ლარი;
  • შპს ენკო, ტენდერის გამოცხადებიდან 8 დღეში დაარსდა (მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები) - 459 164 ლარი.

"იმ 494 ტენდერიდან, რომელშიც ახალმა დაფუძნებულმა კომპანიამ გაიმარჯვა, 24 (4,9%) შემთხვევაში ხელშეკრულება ვერ შესრულდა" - წერია ორგანიზაციის კვლევაში.

კომენტარები