საკონსტიტუციო ცვლილებები

პრეზიდენტმა პარლამენტს 6 პუნქტიანი მოტივირებული შენიშვნები უკვე გადაუგზავნა

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს 6 პუნქტიანი მოტივირებული შენიშვნები უკვე გადაუგზავნა. 

პრეზიდენტმა კონსტიტუციის პროექტს ვეტო გუშინ დაადო. გიორგი მარგველაშვლისმოტივირებული შენიშვნები ბონუსის სისტემას და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვას ეხება. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს. გარდა ამისა, პრეზიდენტისთვის მიუღებელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარება და პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის გაუქმება ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში. 

კომენტარები