ლადო გურგენიძე

ლადო გურგენიძე 4Finance-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა

ytimg.com

ლადო გურგენიძე კომპანია 4Finance-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. 4Finance ევროპაში უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი ონლაინ საკრედიტო კომპანიაა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გურგენიძემ მან ნიკ ჯორდანი შეცვალა. 

"სამეთვალყურეო საბჭოს მიზანია, რომ 4Finance საქმიანობის ახალ საფეხურზე გადაიყვანოს. ამისთვის, საბჭო უზრუნველყოფს სწორ მხარდაჭერას და სტარტეგიულ ზედამხედველობას", - ამბობს გურგენიძე.

ლიტვური კომპანია 4Finance 2008 წელს დაარსდა და ის დღეისთვის 17 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც საქმიანობს, კომპანიის ბრენდებია Vivus, SMSCredit და Zaplo. კომპანიის საკრედიტო პორტფელი 4 მილიარდ ევროს აჭარბებს.

წელს დაარსდა და ის მსოფლიოს 17 ქვეყანაშია წარმოდგენილი. მათ შორის კომპანია ოპერირებს საქართველოშიც. 

4Finance საქმიანობს: აგრენტინაში, სომხეთში, ბულგარეთში, ჩეხეთში, დანიაში, დომინიკაში, ფინეთში, სსაქართველოში, ლატვიაში, ლიტვაში, მექსიკაში, პოლონეთში, რუმინეთში, ესპანეთში, სლოვაკეთში, შვედეთსა და აშშ-ში. 4Finance ე.წ. Payday სესხების გარდა ბულგარეთსა და რუმინეთში ფლობს მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების საკრედიტო პორტფელს.

ლადო გურგენიძე დღემდე ლიბერთის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, კომპანიის აქციონერთა შემადგენლობაში რამდენიმე კვირის წინ ცვლილებები შევიდა. 

კომენტარები