თბილისის საკრებულო

ევროპული საქართველო საკრებულოს სხდომის პარალელურად აქციას გამართავს

ევროპული საქართველო 16:00 საათზე, საკრებულოს სხდომის პარალელურად აქციას გამართავს. მათ დროებით დატოვეს საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორია, სადაც შესვლის საშუალება ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა არ მისცეს. 

საკრებულოს სხდომაზე პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტისთვის" 1 ლარად გადაცემის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. 

საკრებულო "ოლდ სითი დეველოპმენთისთვის" პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის გადაცემას 29 სექტემბრის სხდომაზეც გეგმავდა, თუმცა ოპოზიციისა და აქტივისტების პროტესტის გამო საკითხის განხილვა გადაიდო. თუმცა, 2 კვირის წინ თბილისის საკრებულომ მაინც შეძლო, მხარი დაეჭირა პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებისთვის, რაც ამ ტერიტორიის გასხვისებისთვის აუცილებელი პროცედურა იყო. 

კომენტარები